About the role

სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.სამუშაოს მიმოხილვა:პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დეკლარაციების, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და თანამშრომელთა ხელფასების აღრიცხვა, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამართულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.ძირითადი ფუნქციები: პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ინვოისების მომზადება და გადაგზავნა;სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;თანამშრომელთა ხელფასისა და სარგებლის აღრიცხვა;საბანკო ოპერაციების წარმოება და ასახვა;ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური კითხვარების მომზადება და წარდგენა;ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;სამუშაო გამოცდილება: ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;აუცილებელი ცოდნა და უნარები: საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა; Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;დეტალებზე ორიენტირებული და დისციპლინირებული;ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;პროგრამა Exact-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).სამუშაო პირობები: სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00;დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა:20 ოქტომბერი, 2026 წელი.

Matching similar jobs

JOB OVERVIEW

Experience level

Senior

Location

New York, NY

Occupation

Accountants and Auditors

Industry

Corporate, Subsidiary, and Regional Managing Offices

Posted

today

Tired of running searches?

Rank the roles you'd take once, and matches like these arrive on their own.

CREATE PROFILE